გაკვეთილის თემა
|
რა არის ვალენტობა
|
საგანი
|
ქიმია
|
მასწავლებელი
|
თამარ მაისურაძე
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო VIII-კლასი
|
გაკვეთილის ხანგრძლივობა
|
45 წუთი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
20 მოსწავლე
|
განსაკუთრებელი საჭიროებების მქონე მოსწავლე
|
არ არის
|
გაკვეთილის მიზანი და შედეგები
|
მიზანი: იმსჯელოს
ატომის თვისებაზე -ვალენტობაზე
,გააანალიზოს
მოლეკულური და სტრუქტურული ფორმულების არსი,დაადგინოს ელემენტის ვალენტობა
სტრუქტურული ფორმულით , აგრეთვე ადექვატურად
გამოიყენოს ქიმ . ელემენტების სიმბოლოები მისთვის ცნობილი მარტივი და რთული ნივთიერებების
ფორმულების შესადგენად , შეადგინოს სტრუქტურული ფორმულების შესაბამისი
მოლეკულური ფორმულები
ქიმ.VIII.7.მოსწავლეს
შეუძლია ვალენტობის მიხედვით მარტივი ფორმულების
შედგენა და ნივთიერებათა მასის მუდმივობის კანონის გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
მსჯელობს ატომის თვისებაზე ვალენტობაზე, აანალიზებს
მოლეკულური და სტრუქტურული ფორმულების არსს,
შეუძლია ვალენტობის მიხედვით ფორმულების შედგენა , ადეკვატურად იყენებს
ქიმიური ელემენტების სიმბოლოებს, ატომთა ვალენტობას
მისთვის ცნობილი მარტივი და რთული ნივთიერებების ფორმულების შესადგენად;
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
A-ფაზა გამოწვევა
აქტივობა
1. გონებრივი იერიში (3 წთ)
გამოვიკითხავ ატომის, მოლეკულის,ნაერთის, ფორმულის ცნებებს
აქტივობა
2. (5წთ) დაფაზე ვწერ ორ ფორმულებს: H2O და HO2
CO2 და C2O
ვაძლევ დავალებას :შეადარე ეს ორი ნივთიერება
ერთმანეთს. რომელი ნივთიერებაა სწორი და რატომ? რა დასკვნის გამოტანა შეგიძლიათ ნივთიერებები ატომთა უბრალო გროვაა თუ გარკვეული
კანონზომიერებით შეერთებული თანამიმდევრობა?
აქტივობა
3.(5წთ)გამომყავს სამი მოსწავლე. შუაში ვინც დგას ვაძლევ
დავალებას ერთი ხელი შენს ერთ მეგობარს მოკიდე და მეორე მეორეს . ერთდროულად რამდენ
მეგობარს შეგიძლია ჩაკიდო ხელი? რატომ?
B-ფაზა წვდომა
აქტივობა
4. შნსკა(6წთ)
მოსწავლეებს ვაძლევს ტექსტს წასაკითხად და მოსწავლეებს ეძლევათ ინსტრუქცია,რომ
კითხვის დროს მათ მოუწევთ წასაკითხი მასალის
კიდეებზე შემდეგი აღნიშვნების გამოყენება
+ ინფორმაცია ნაცნობია - ინფორმაცია
საწინააღმდეგოა იმის რაც ვიცოდი ? - ინფორმაცია
გაუგებარია
აქტივობა 5.(10წთ)
ტექსტზე მუშაობის დასრულების
შემდეგ
ვმართავ საკლასო დისკუსიას ნიშნების
შესაბამისად 1. რა იყო ისეთი რაც ტექსტის წაკითხვამდე იცოდით? 2. რა აღმოჩნდა ისეთი ,რისი საპირისპირო იცოდით?
3. რა შეკითხვები დაგებადათ?
ვაანალიზებთ ტექსტს კითხვებით: 1. რას ეწოდება ვალენტობა? 2. ვალენტობა ატომის დამახასიათებელი თვისებაა
თუ ნივთიერების? 3. რამდენ ჯგუფად შეიძლება
დავყოთ ნივთიერებები ვალენტობის მიხედვით? 4. როგორ გამოისახება სტრუქტურული ფორმულა
და რას გვიჩვენებს ის
აქტივობა
6.(5წთ) მასწავლებლის პრეზენტაცია რა არის ვალენტობა?
C-ფაზა რეფლექსია
აქტივობა 7.
„ზღაპარი ვალენტობაზე“(6წთ)
ვურიგებ მოსწავლეებს ტექსტს .
„ ქიმიური ელემენტების სასახლეს
წყალბადის ატომები იცავდა. სასახლის შესასვლელში წარწერა იყო: „ელემენტი იმდენვალენტიანია
რამდენ ერთვალენტიან წყალბადსაც მიიერთებს „. წყალბადის ნებართვის გარეშე სასხლეს ვერავინ ტოვებდა. ერთ დღეს C, N, O , F ატომები სასახლიდან გაიპარნენ და მდელოზე მოეწყვნენ. მაგრამ მალე წყალბადის ატომების მცველების ალყაში მოექცნენ.
ფთორსა და ჟანგბადს წყალბადები ადვილად მოერია: ფტორი ერთმა წყალბადმა დააკავა, ჟანგბადი
-ორმა (H-F , H-O-H). აზოტი დიდხანს უძალიანდებოდა მომხვდურებს,
მაგრამ ბოლოს წყალბადის სამი ატომის გარემოცვაში აღმოჩნდა და ფარ-ხმალი დაყარა. ყველაზე
ძლიერი ნახშირბადი აღმოჩნდა. ის ბოლოს ოთხ
წყალბადს დანებდა.
გამოიტანეთ დასკვნა
სასახლიდან გაპარულ ატომთა ვალენტობის შესახებ , დაწერეთ შესაბამისი სტრუქტურული
ფორმულები . ააწყვეთ ამ ფორმულების შესაბამისი მოლეკულური მოდელები
აქტივობა 8.(3წთ) ვაჩვენებ ვიდეოს „ქიმია და მუსიკა“ და ვაძლევ დავალებას:
ყურადღებით მოუსმინონ და მიუთითონ თითოეული
ელემენტის ვალენტობა
აქტივობა 9.(2წთ) პარაგრაფის ბოლოს
მოცემული სავარჯოშოებზე მუშაობა
|
საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
|
სახელმძღვანელო, რვეულები, მოლეკულური მოდელები, კომპიუტერი., მარკერები, სამოტივაციო ტექსტი
|
შეფასება
|
შეფასება რუბრიკით
|
შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
1-3
|
4-5
|
6-7
|
8-10
|
მოსწავლე მსჯელობს ატომის
თვისებაზე- ვალენტობაზე, აანალიზებს მოლეკულური
და სტრუქტურული ფორმულების არსს, შეუძლია
სტრუქტურული ფორმულების მიხედვით ელემენტის
ვალენტობის დადგენა, ადექვატურად იყენებს
ქიმიური ელემენტის სიმბოლოებს მარტივი
და რთული და რთული ნივთიერებების შესადგენად
|
მოსწავლე არასწორად მსჯელობს ვალენტობაზე, ვერ აანალიზებს
მოლეკულური და სტრუქტურული ფორმულების არსს , არ შეუძლია სტრუქტურული ფორმულების
მიხედვით ელემენტის ვალენტობის დადგენა
, არაადექვატურად იყენებს ქიმიური
ელემენტების სიმბოლოებს მარტივი და რთული
ნივთიერებების ფორმულების შესადგენად
|
მოსწავლე ზოგადად მსჯელობს
ვალენტობაზე, წარმოდგენა აქვს მოლეკულურ
და სტრუქტურულ ფორმულებზე , შეუძლია სტრუქტურული
ფორმულებით ზოგიერთ ნივთიერებაში ელემენტის ვალენტობის დადგენა, ადექვატურად
იყენებს ზოგიერთი ელემენტის სიმბოლოებს მარტივი და რთული ნივთიერებების ფორმულების შესადგენად
|
მოსწავლე მცირე ხარვეზებით მსჯელობს
ვალენტობაზე , აანალიზებს მოლეკულური და სტრუქტურული ფორმულეის არსს,სტრუქტურული
ფორმულების მიხედვით ადგენს ელემენტის ვალენტობას ნივთიერებებში მცირე ხარვეზებით, ადექვატურად იყენებს ქიმიური ელემენტების
სიმბოლოებს და ადგენს სხვადასხვა მარტივი
და რთული ნივთიერებების ფორმულებს
|
მოსწავლე მსჯელობს ხარვეზების
გარეშე ელემენტის ვალენტობაზე , სტრუქტურული ფორმულებიდან გამომდინარე გამოაქვს
დასკვნა ნებისმიერი ელემენტის ვალენტობაზე,
შეუძლია მოიყვანოს მაგალითები, კარგად ერკვევა
სტრუქტურულიი და მოლეკულური ფორმულის არსში
|